„ნუ წარმოვაჩენთ რაღაც ფეთქებად-საშიშ ვითარებას“ – გიორგი კახიანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვადგენთ ფეთქებად საშიშ ვითარებას- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით:
„რაც დავინახე შესაბამისი სამსახურების საქმიანობასა და განწყობებში, ისინი არიან მაქსიმალურად მონდომებულები იმგვარად, რომ გამოძიებამ არ იზარალოს, მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება გამოძიების საკითხებზე და ზოგადად ამ საქმესთან მიმართებაში. ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვადგენთ ფეთქებად საშიშ ვითარებას. ასეთი დამოკიდებულება და განწყობა შეიძლება უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ამის ხელოვნურად დაძაბულობის შექმნას და ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავენ მიზნად, ეს არასწორია და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაში„მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს“ – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა