„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი… ერთად ამოგვწვან“ – თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან. გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი”- აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია.
პანკისში, 19 წლის მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან და სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს და უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით, ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა” – მაჩალიკაშვილის საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს
შემდეგი სტატია„მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს“ – ნინო ლომჯარია