ზურაბ ჭიაბერაშვილი : გიორგი ქობულია გარკვეულ კლანურ და კორუფციულ ინტერესებს შეეწირა

ეჭვიც არ არის, რომ ქობულია ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა და ის გარკვეულ კლანურ, კორუფციულ ინტერესებს შეეწირა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ქობულია კი არა „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მინისტრი წასასვლელია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთ წევრს, საერთოდ რეალობის აღქმა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეები რა გაჭირვებაში ცხოვრობენ. ისინი ყოველ გამოსვლაში ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ხალხს არ უჭირს. ქობულიას წასვლა გაუგებარია იმ ფონზე, როცა ასეთი მიდგომების წყარო თავად ბიძინა ივანიშვილია და გვიმეორებს, რომ ხალხს ეჩვენება თითქოს გაჭირვებაში ცხოვრობს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება – ქანთარია ქობულიას გადაყენებაზე
შემდეგი სტატიამანუჩარ ჩხეტიას 1500 ლარის გადახდა დაეკისრა