მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს

სამეგრელოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მას ბრალი ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

მანუჩარ ჩხეტიას ადვოკატის, მირანდა გოგოხიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩხეტიას ინტერესების დამცველის განცხადებით, დაცვის მხარემ გუშინდელი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მთლიანად გაშიფრა, თუმცა ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები აღნიშნულ მასალაში არ მოიპოვება. დაცვის მხარე აპირებს, რომ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებად წარადგინოს.

„მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპისთვის სასამართლო ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ის თვლის, რომ მას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია და თვლის, რომ ეს პროვოკაცია იყო, პოლიტიკური ელფერი აქვს ამ საქმეს,“ – განცხადა მირანდა გოგოხიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის მაღალჩინოსანი ოპოზიციაზე – “ყ… ჭამონ”
შემდეგი სტატიავინ უთვალთვალებს სანდრა რულოვსს – ენმ-ის ფოტომტკიცებულება