პოლიციის მაღალჩინოსანი ოპოზიციაზე – “ყ… ჭამონ”

ოპოზიციამ გაასაჯაროვა ფოტო მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ და ამ პროცესს ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა და ვიდეოკამერით იმ მანქანის გადაღება დაიწყო, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან “მაშინ გამოვალთ და გამოსასვლეთან დავდგებით, იქ გამოივლიან. გვიღებენ, აუუუ”. მესიჯის საპასუხოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანმა მურღულიამ მისივე თანამშრომელს უპასუხა “ყლ… ჭამონ”

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ სმს შეტყობინებით დადასტურდა, ის რასაც სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შეშინებული ხელისუფლება ზუგდიდში ოპოზიური კანდიდატის დევნისთვის ყველა მეთოდს იყენებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი სურვილია, რომ ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და საგალობლები – პრემიერი
შემდეგი სტატიამანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს