ვინ უთვალთვალებს სანდრა რულოვსს – ენმ-ის ფოტომტკიცებულება

ხელისუფლება ცდილობს საბოტაჟი მოუწყოს ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში,გუშინ მას დასდევენ – ამის შესახებ „ენმ_ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა,რომ ეს ქმედებები მიმართულია პოლიტიკური პროცესების ჩასაშლელად და ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად. “მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს ჩვენს კანდიდატზე. ერთ-ერთი არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია. ეს ადამიანები არიან ფორმის გარეშე და დაგვყვებოდნენ ჯერ ნარაზენში, შემდეგ ურთაში. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყვნენ ისინი. ვთხოვეთ დაესახელებინათ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვეკითხებოდით თუ ვინ იყვენენ ისინი და რატომ გვითვალთვალებდნენ, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და ისმის ნაცვლად, რომ დაეკავერბინათ ისინი დაგვაკავეს ჩვენ. ნარაზენის ინციდენტში უშუალოდ მონაწილობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია მიმოწერა, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა მურღულია აძლევს დავალებას პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და აძლევს დავალებას, სადაც ჩანს რომ პირდაპირ კანდიდატზე ხორციელდება თვალთვალი. კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლა სცადეს სოფელ ურთაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ლევან მალანიამ და ცოტნე ქორთუამ, რომელიც არის ერთ-ერთი წევრი. ასევე მთელი დღის განმავლობაში სანდრა რულოვს მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ ოცნების აქტივისტები”, – თქვა წითლიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ენმ”-ის ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

banner
წინა სტატიაშიმანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს
შემდეგი სტატიაარჩილ ფრანგიშვილი: მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ორმაგ – ქართულ და უცხოურ დიპლომს გასცემს