მანჯგალაძე – „ნაცმოძრაობა“ 2 კვირის წინ ხალხს ჩვენზე უმტკიცებდა, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა აუხსნან მოსახლეობას თუ რატომ არ არიან მოღალატეები

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე უმტკიცებდა ხალხს, რომ მოღალატეები იყვნენ, ახლა მოუწევს ახსნა თუ რატომ არ არიან მოღალატეები, თუ თავად შემოვლენ პარლამენტში. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდიოდა უსამართლობის ნიაღვარი.

“ის უსამართლობის ნიაღვარი, რაც მომართეს ჩვენს წინააღმდეგ თავის დროზე, სწორედ ეგ იქცა მთავარ დაბრკოლებად “ნაციონალური მოძრაობისთვის”. ის ხალხი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ „მოქოქეს“, ახლა „მოქოქილები“ არიან იმ ლიდერების წინააღმდეგ, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა. ეს პროცესი რთულია “ნაციონალური მოძრაობისთვის”. 2 კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თვითონ უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და აუხსნიან თუ რატომ არ არიან მოღალატეები. ნამდვილად არავინ არის მოღალატე და “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შემოვიდეს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი – უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე
შემდეგი სტატიასოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება