სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.

გუშინდელ გაფიცულებს თანამშრომელთა ნაწილს დღეს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24, ხანაც 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ზეგანაკვეთური შრომის, დღისა და ღამის საათების შესაბამისი ანაზღაურება კომპანიაში არ არსებობს.

„მოვითხოვთ ჩვენი შრომის სათანადადოდ დაფასებას და ანაზღაურების გაზრდას. საათში სამ ლარს გვიხდიდნენ, ერთი თვის წინ 50 თეთრი მოგვიმატეს. გვინდა, ხუთ ლარამდე მაინც გაიზარდოს საათობრივი ხელფასი. ხან 36 საათის განმავლობაში გადაბმულად ვმუშაობთ, ხან ტომრებზე, ხანაც მუყაოს ქაღალდებზე გვძინავს. სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც გვჭირდება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს, ანაზღაურება კი ძალიან ცოტაა. ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქ ვიქნებით და აქციებს გავაგრძელებთ“, – აცხადებენ თანამშრომლები.

დღეს კომპანიის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა გუშინ განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ნაცმოძრაობა“ 2 კვირის წინ ხალხს ჩვენზე უმტკიცებდა, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა აუხსნან მოსახლეობას თუ რატომ არ არიან მოღალატეები
შემდეგი სტატიამაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს