კახა ოქრიაშვილი – უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ჩემი მოსაზრება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ჩაატაროს კვლევა და ჰკითხოს აზრი საკუთარ ამომრჩეველს. კიევში მელიასთან და სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, როგორც პარტნიორი პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, ეს საკითხიც იქნა განხილული. კვლევის შედეგებს პარტიის არჩეული თავმჯდომარე რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

ჩვენ განვიხილეთ სამი გზა – პარლამენტში შესვლა, არშესვლა და ე.წ. ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც გულისხმობს არშესვლას, მაგრამ მუშაობას მხოლოდ ორი საკითხის, სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციის რეალური რეფორმის გარშემო.

რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მე არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს: არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე, ვერ წარმომიდგენია მუშაობა კომიტეტებში.

შექმნილ ვითარებაში, ჩემთვის მისაღებია მესამე, ჰიბრიდული ვარიანტი, შემოდგომის 43%-იან პლებისციტამდე, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ პლებისციტის შედეგებსაც ისევე გაგვიყალბებს, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა, მაშინ ხალხიცა და ოპოზიციაც ქუჩაში უნდა გავიდეთ!“ – განაცხადა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ოდიშელიძე გენერალზე – 100 წლის შემდეგ დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ნატრობდა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ნაცმოძრაობა“ 2 კვირის წინ ხალხს ჩვენზე უმტკიცებდა, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა აუხსნან მოსახლეობას თუ რატომ არ არიან მოღალატეები