შინაგან საქმეთა სამინისტრო თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს და მის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან
დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი
არ არის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი
დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ თინა ბოკუჩავამ დღეს განცხადა, რომ თბილისის ერთერთი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია

banner
წინა სტატიაშიმანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი – ქართველი რეჟისორების გამარჯვება ნიუ იორკში
შემდეგი სტატიაევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა