მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ სურს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არ სურს.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, მან კომიტეტის თამჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, საკუთარი უკმაყოფილება პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოთქვა.

არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს არ დათანხმდება, მას შესაძლოა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზონ.

მერვე მოწვევის პარლამენტში მანანა კობახიძეს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პაოლო ჯენტილონის ვიზიტს იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს