გიორგი კვირიკაშვილი: პაოლო ჯენტილონის ვიზიტს იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაპაოლო ჯენტილონისთან საქმიანი სადილის შემდეგ.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე.

„დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო იტალიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კვლავაც წარმატებით აგრძელებს რეფორმების კურსს და ამ პროცესში დღეს, თავისი პარტნიორების მათ შორის, იტალიის მიერ მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ ევროკავშირთან ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით. დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდგომ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს“, -აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ოდესა მაშინ აყვავდება, როცა კიევი განთავისუფლდება კორუფციისგან
შემდეგი სტატიამანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ სურს