გიგი წერეთელი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს.

„ვინც თვლას ადევნებდა ბოლო წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ალბათ ამ ეტაპზე იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ თავად ისაუბრებს ყველაფერზე”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ სურს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: იტალია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უპირობო მხარდაჭერა უცხადებს