მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის წარდგენა დაიწყო

“ქართული ოცნება” რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავს. მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. ჯერჯერობით უცნობია, დღესვე გავა თუ არა საკითხი კენჭისყრაზე და დღესვე მიიღებენ თუ არა მას პირველი მოსმენით.

იურიდიულმა კომიტეტმა ხმაურიანი განხილვის შემდეგ, გუშინ, 15 აპრილის საღამოს კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

განხილვები მწვავე დაპირისპირებისა და პარლამენტს გარეთ, აქციების ფონზე მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე აქცია – არა რუსულ კანონს- 19 საათზე დღესაცაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები ვერ შეარჩია
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია – ადვოკატის განცხადება