მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის ვაი-ვიში, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არარეალურია

ოპოზიციის ვაი-ვიში, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არარეალურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა.

„გარკვეული საკითხი სამთავრობო დონეზე იყო გადასაწყვეტი, ეს მთავრობის შიდა თემებია და ამ საკითხებზე არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ამოწურულია. აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს. პრობლემა, რომელიც ძალით უნდათ ჩვენს ოპონენტებს, თავზე მოგვახვიონ. მათი ვაი-ვიში, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არ არის რეალური. გუნდის დაშლასთან დაკავშირებით ეს არის ტრენდი, რომელიც ოპოზიციას უნდა, რომ დაამკვიდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია.

„თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ამასთან, აღნიშნა, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ ეხებოდა. მან განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მიიღწეოდა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გაგრძელდებოდა.

თეა წულუკიანმა კი დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად რჩება. „თემა ამოწურულია, შესაბისად, ჩვენ ვაგძრელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა წულუკიანმა

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე და ადვოკატი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა