არჩილ თალაკვაძე – თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა

region
: region მარტი 12, 2019 17:55

არჩილ თალაკვაძე – თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა

თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა და მომავალშიც მიეცემა ასპარეზი, რომ გააგრძელოს საქმიანობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან იყო მსჯელობა, რომ მოეხდინათ ამ საკითხის პოლიტიზება.

„რეალურად მინისტრმა ძალიან ზომიერი კომენტარი გააკეთა. ეს არის ერთ-ერთი მიმდინარე, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის კომპეტენციაში შედიოდა, ამ მომენტისთვის ამ საკითხზე შიგნით შეთანხმება მიღწეულია. აქ არ არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე საუბარი. გუნდში ამის გარშემო არსებობს ერთსულოვნება. თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა და მომავალშიც მიეცემა ასპარეზი, რომ გააგრძელოს საქმიანობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

region
: region მარტი 12, 2019 17:55

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics