ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე და ადვოკატი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეხვდნენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე და ადვოკატი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეხვდნენ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, შსს-ში შეხვედრაზე საქმის მასალებს არ გაცნობიან და კითხვები ჰქონდათ საქმის პროკურორთან.

„ვერ დავარქმევ ამას შედეგს, მართლა არ ვიცოდი, რატომ მოვდიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შსს-ს ჩემთვის არასდროს აუკრძალავს საქმის მასალების გაცნობა და არასდროს არ მქონია შეფერხება. მე მჭირდება ყველა საქმის მასალა. ყველაფერს ერთად რომ მოაგროვებენ, მერე დამიძახებენ და გავეცნობით. ფაქტიურად პასუხი არ მიმიღია, კითხვები ძალიან ბევრია, რატომ არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება იმ ტელეფონის ამოღებაზე, სისხლიანი ტანსაცმლის ამოღებაზე, თუ არ ჩაატარეს, რატომ არ არის დასჯილი, თუნდაც გამომძიებელია თუ პროკურორია, აპირებენ თუ არა მირზა სუბელიანის საქმის გასაჩივრებას. ჯერ პასუხები ვერ მივიღეთ. ამ შეხვედრის შედეგზე შეგვეძლება საუბარი, როდესაც გვეტყვიან დაგვრთავენ თუ არა ნებას სრული მასალების გაცნობის უფლებას,“ – განაცხადა სარალიძემ.

ადვოკატის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ განცალკევებულ ოთახში მომხდარიყო შემდეგში საქმის მასალების გაცნობა და არა იქ. სადაც პარალელურად სხვა საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“საქმის მასალის გაცნობა იმ ოთახში, სადაც სხვა გამომძიებლებიც იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შეუძლებელია, ამიტომ დავაფიქსირეთ, რომ მოხდეს საქმის გაცნობა განცალკევებით და საქმის მასალა იყოს სრული მოცულობით. საქმის მასალებს არ გავცნობივარ გარკვეული კითხვები გვქონდა პროკურორთან, რასაც გავდიოდით. ჩვენი მოთხოვნები დავაყენეთ საქმის მასალების გაცნობის პირობებთან დაკავშირებით. რომ გითხრათ რაიმე სიახლე იყო დღეს ჩვენთვის და რაიმე ახალი გარემოება გახდა ცნობილი, ნამდვილად არ არის მასე, უბრალოდ ჩვენ ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც დღემდე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ზედმიწევნით დაცულია ორივე პრინციპი, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს ვხელმძღვანელობდით
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ოპოზიციის ვაი-ვიში, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არარეალურია