მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწეროს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწეროს.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ აქტივს სწორედ ბევრი საჩივრის დაწერის დავალება მისცა.

„ისევე როგორც პირველ ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მეორე ტურისათვის გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები, და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის და შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ, რომ მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა – მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კლინიკების უმრავლესობას

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, გარდაბანში მათ მხარდამჭერს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიადავით კიკვიძე: Fitch-ის შეფასება ქვეყნისთვის სტატუსის აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია