ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, გარდაბანში მათ მხარდამჭერს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მათი მხარდამჭერი ვალერი მოხიგულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ვალერი მოხიგულაშვილი ,,ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი და დამსახურებული ადამიანია. ის სოფელ ნაზარლოში იყო ჩასული, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. წლების მანძილზე მეურნეობის დირექტორი იყო. ბატონი ვალერი სოფელში თავის მეგობრებს ხვდებოდა, შემდეგ მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა ახალგაზრდებმა რომ გაიგეს ვინ იყო და რატომ ჩავიდა ნაზარლოში, ამ ასაკოვან ადამიანს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალიან საშინლად მოექცნენ. მე როგორც ვიცი, მათგან ერთ-ერთი ქამრან ბაბაევია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი.

ვალერი მოხიგულაშვილი მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს და ,,ქართულ ოცნებას“. ეს რომ გაიგეს, მივიდნენ და გაუსწორნენ. ეხლა გადაიყვანენ ექსპერტიზაზე. ჩვენება უკვე მისცა პოლიციაში“, – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გარდაბანში ტარიელ ჯანხოთელმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,იმედია, არჩევნების შემდეგ არ გვექნება იმის თქმის საფუძველი, რომ იყო მოვლენები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე’
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწეროს