მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული, ხოლო თუ სხვა იქნება პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატი სხვას დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა მდინარაძემ თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე 9 სექტემბერს იმსჯელებს პარტიის პოლიტსაბჭო.

“ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველები რომლებიც გვყავს შესაძლებელია მათ მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია. ან მივიღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში მოქცეული. ყველა შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯი კანონიდან არ იქნება გადახვეული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერკელი მოწოდებას აკეთებს იდლიბში ჰუმანიტარული კატასტროფა არ დაუშვან 
შემდეგი სტატიაბახტაძე მერკელთან სადღეგრძელოებით საუბრობს, ბაქრაძე კი, ევროპარლამენტში ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების საკითხითაა დაკავებული