მერკელი მოწოდებას აკეთებს იდლიბში ჰუმანიტარული კატასტროფა არ დაუშვან 

 სირიის პროვინცია იდლიბში შესაძლებელია ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს-ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ის  გაგებით ეკიდება შეიარაღებული ისლამისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებს. მერკელის შეფასებით, იდლიბში სიტუაცია “ძალიან რთულია”
,,ერთი მხრივ იქ მილიონობით სამოქალაქო პირია, რომლებიც, შესაძლებელია, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ჰუმანიტარული კატასტროფა უნდა ავიცილოთ თავიდან”- თქვა მერკელმა. ამავე დროს, რეგიონში ბევრი რადიკალი ბოევიკია – “ახლა ამ რადიკალურ ძალებთან ბრძოლა და სამოქალაქო პირების დაცვაა საჭირო” – განაცხადა მერკელმა და მას “დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა უწოდა”.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იდლიბზე შეტევისთვის ემზადება. პროვინცია უკანასკნელი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა ამბოხებული ჯგუფები არიან გამაგრებული.
7 სექტემბერს თეირანში სამიტი ჩატარდება, სადაც რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.
banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – არ დავუშვებთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს უფლება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული