მამუკა ხაზარაძე: ლელო არჩევნების გზით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას” და ძველ პოლიტიკოსებს ხელისფლებაში აღარ დააბრუნებს

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი გუნდი არჩევნების გზით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას” და ძველ პოლიტიკოსებს ხელისფლებაში აღარ დააბრუნებს. როგორც ხაზარაძემ „ლელოს“ მიერ პრემიერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელებისას აღნიშნა, ქართული პოლიტიკა ახალი ფურცლით უნდა დაიწყოს და ამისთვის „ლელოს” საკუთარი გეგმა გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ყველაზე მთავარი მტერი, სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი. დღეს არა მარტო მამუკა ხაზარაძის დასახელება ხდება, არამედ იმ გუნდის წარმოჩენა, რომელიც სწრაფი რეფორმების გატარების ბირთვი იქნება, რასაც ჰქვია “მარშალის გეგმა”, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც ერთად შევიმუშავეთ და რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, რომ მოსპოს სიღარიბე, მოსპოს ბავშვთა შიმშილი, აამუშავოს ეკონომიკა და ერთხელ და სამუდამოდ დადგეს მთავარი საკითხი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. სწორედ ეს მისია აქვს „ლელოს”. ამ მისიის შესრულება შეუძლებელია ერთი, ორი ან სამი კაცის მეშვეობით. ამ მისიას სჭირდება საკმაოდ სერიოზული გუნდი და ეს გუნდი ვიქნებით ჩვენ. „ლელო” იქნება ის ცენტრი, რომლიც “ქართულ ოცნებას” გაისტუმრებს და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში. ჩვენ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაიმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა