მამუკა კაციტაძე: ხუთი საკითხიდან ოთხზე კოალიციამ დამატებითი დრო ითხოვა

იუსტიციის სამინისტროში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი შეიკრიბა. აღნიშნულ ჯგუფს კოორდინაციას იუსტციის მინისტრი, თეა წულუკიანი უწევს. შეხვედრაზე მთავრობას შალვა თადუმაძე წარმოადგენდა, მმართველ პარტიას კი ხუთი კანონმდებელი, ინტერპარტიული ჯგუფიდან ოთხი პოლიტიკოსია იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტროში.

„ხუთი საკითხიდან ოთხზე კოალიციამ დამატებითი დრო ითხოვა, რათა მათ შიდაკოალიციური განხილვა მოაწყონ, ხოლო ერთ-ერთ საკითხზე ჩვენ, ინტერპარტიულ ჯგუფს გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რომლებსაც ზეგ გავმართავთ ჩვენს ფორმატში, თუ ამ კვირის ბოლოს არა, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება ჩვენი შეხვედრის მეორე რაუნდი და გაცილებით კონკრეტულად საუბრის საშუალება გვექნება, როცა მხარეების პასუხები გვეცოდინება“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პროკურატურა – მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშროუი დაკავებული არ არის
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3062 ლარია