საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 23 მარტს 2.3062 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.2954 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0108 -ით გაუფასურდა.
სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5795 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5738 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0057 -ით გაუფასურდა.



















