მამუკა ბახტაძე „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კასპში, „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო.

პრემიერმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქარხნის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა.

ორგანიზაციის მენეჯმენტის ინფორმაციით, ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას.

„ამასთან, პროექტი ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობით მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება.

კასპის “ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია, 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, – განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს
შემდეგი სტატიააფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება