აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებმა საკუთარი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ არჩილ ჩარგეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხვალიდან კი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები ღამეს დღეესაც სასტუმროებში გაათევენ.

„დაზიანებულია მხოლოდ სამი სართული, ხოლო სხვა სართულებზე მდგომარეობა არ არის სავალალო და უახლოეს მომავალში შეძლებენ მცხოვრებლები კორპუსში შესვლას“, – განაცხადა არჩილ ჩარგეიშვილმა.

როგორც ცნობილია, ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. დაშავებულია 3 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო
შემდეგი სტატიაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს მგლები შეესია