დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

„ვერ ვიტყვი, რომ გაქრა სალომე ზურაბიშვილის ბილბორდი. მას დაემატა სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ბილბორდები. მე ვადევნებდი თვალყურს საზოგადოების რეაქციას. ამაში უჩვეულო მართლა არ მგონია რამე“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“ვერ გაიმეტეს, რომ უფასო სასადილოებს ერთი თეთრი მაინც მოუმატონ”
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო