მამუკა ბახტაძე – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა ძლიერი მხარდაჭერის და საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მზაობის დასტურია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველას მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის. დღევანდელი შეხვედრა უნიკალურ ფორმატს ქმნის საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული გზა ყოველთვის იყო მტკიცე. ქართველებმა აირჩიეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ეს არის უცილობლად ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაჩინეთის ელჩი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში