მამა დანიელი: მეუფე სტეფანესგან ყველაფერს ველოდი

„მადლობა ღმერთს, მაგისგან ყველაფერს ველოდი“, – ასე გამოეხმაურა „თაიმერთან“ საუბრისას მამა დანიელი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას.

 

„მომიხსნა ყველანაირი სტატუსი და ბერობამდე დამიყვანა. მღვდელი აღარ ვარ, ბერი ვარ. არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას და არ დავემორჩილები. სააპელაციო წერილი უკვე გაგზავნილი გვქონდა, როცა შეგვიჩერა უფლებები. მას არანაირი კანონიკური უფლება არ ჰქონდა. ერთპიროვნულად გააკეთა. პაპიზმია ჩვენს ეკლესიაში და კომუნისტური პარტიაა პირდაპირ გეუბნებით. სოციალიზმი ჯერ არ გადასულა ეკლესიიდან. კომუნისტური პარტიაა. რა ვქნათ, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეა ილია მეორე“-აცხადებს მამა დანიელი.

 

 

რამდენიმე წუთის წინ მეუფე სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.

 

https://youtu.be/YoIPsvwQj24

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა (ვიდეო)
შემდეგი სტატია7-თვიანი ბოიკოტი დასრულდა-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის