7-თვიანი ბოიკოტი დასრულდა-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ  პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა.

“ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები. ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას და ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვე დარჩა და ამ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიაროთ მთელი თბილისი, საქართველო და მოვიპოვოთ გამარჯვება. დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი და შევება მოვგვაროთ მოქალაქეებს“, – განაცხადა მელიამ.

დღევანდელ პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა მოლაპარაკებები და რეგიონებში, პარტიის წარმომადგენლებთან რამდენიმე კვირიანი შეხვედრები.

banner
წინა სტატიაშიმამა დანიელი: მეუფე სტეფანესგან ყველაფერს ველოდი
შემდეგი სტატიანიკა მელია: ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ