მალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილეს გაეროს 2021-2025 წლების მდგრადი განვითარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი გასული წლის შემოდგომაზე მოეწერა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, გაეროს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მუნიციპალიტეტების როლზე ხელშეკრულების განხორციელებაში. მოხდა ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვა.

„ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გაეროს სხვადასხვა პროგრამებთან, მინდა გამოვყო გაეროს განვითარების პროგრამა – ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა სამი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი პროექტი. გარდა ამისა პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი ჩვენს რეგიონში არსებული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

banner
წინა სტატიაშიმუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები მუზეუმებს უბრუნდება
შემდეგი სტატიაMicrosoft-ი 2022 წლიდან Internet Explorer-ის მხარდაჭერას შეწყვეტს