Microsoft-ი 2022 წლიდან Internet Explorer-ის მხარდაჭერას შეწყვეტს

ტრანსანციონალური კორპორაცია Microsoft-ი აპირებს, რომ 2022 წლის 15 ივნისიდან საკუთარ საფირმო ბრაუზერს Internet Explorer მხარდაჭერა შეუწყვიტოს ანუ, 25 წლის შემდეგ, რაც ბრაუზერი Windows 95-ის მომხმარებლებს პირველად შესთავაზეს – 19 მაისს კომპანიის მენეჯერმა შონ ლინდერსეიმ თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

“რადგანაც Internet Explorer 11 პენსიაზე იქნება გაშვებული, მისი მხარდაჭერა 2022 წლის 15 ივნისს შეწყდება Windows 10-ის გარკვეული ვერსიისთვის” – თქვა შონ ლინდერსეიმ.

ამავე დროს Windows 10-ის გრძელვადიან მომსახურებაში ძველებურად ისევ იქნება “ინტერენტ ექსპლორერი” ჩართული, ყველა სამომხმარებლო ვერსია ბრაუზერს მხარდაჭერას გაუუქმებს.

Microsoft Edge-ს და Chromium-ს “ინტერნეტ ექსპლორერის” ჩართული რეჟიმი აქვთ, ამიტომ მათ მომხმარებლებს გაუგრძელდებათ წვდომა იმ ვებ გვერდებზე, რომელიც “ინტერნეტ ექსპლორერისთვის” არის შექმნილი, ასევე, Microsoft Edge-ის მეშვეობით – ლინდერსეიმ ახსნა.

მთელი რიგი ექსპერტები თვლიან, რომ “ინტერნეტ ექსპლორერი” ტექნოლოგიურად უკვე მოძველებულია.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე – ანტიოქიის პატრიარქის ქმედება და განცხადება კიდევ ერთი მეტყველი მოწმეა საქართველოს საპატრიარქოს უსუსურობის