მალხაზ ჯალაღონია – ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას

“ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი კიდევ ერთხელ მოპარა. „ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს. ძალიან მეეჭვება, რომ მე-2 ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს და ისეთ პირობებში, რაც ახლა არის ქვეყანაში, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

banner
წინა სტატიაში„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“: ძალადობა გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია
შემდეგი სტატიასამადაშვილი: მივმართავთ ჩვენი კომისიის წევრებს, ხელი არ მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს