მალიში ექსტრემისტებმა ფრანგი ჟურნალისტი გაიტაცეს

მალიში ჟურნალისტი გაიტაცეს

მალიში ისლამისტებმა ფრანგი ჟურნალისტი ოლივიე დებუა გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” დირექტორმა კრისტოფ დელუარმა 5 მაისს საკუთარ “ტვიტერზე” გაავრცელა – წერს “დოიჩე ველე”.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დაუკავშირდა გატაცებულის ოჯახს. მიმდინარეობს 21 წამიანი ვიდეოს შემოწმება, სადაც ჟურნალისტი საკუთარ გატაცებაზე საუბრობს.

დებუა ტერორისტულმა გაერთიანებამ “ისლამისა და მუსლიმების მხარდაჭერის ჯგუფი” გაიტაცა, მათ კავშირი აქვთ “ალ-ქაიდასთან”. 8 აპრილს ქალაქ გაოში მყოფი ჟურნალისტი, რომელიც მალის საშიშ რაიონში მუშაობდა, საღამოს სასტუმროში არ დაბრუნებულა.

გატაცების შესახებ ინფორმაცია 10 აპრილს გახდა ცნობილი. “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” მალის მთავრობას მოუწოდებს “გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჟურნალისტი გაანთავისუფლონ”.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი – თავი დაანებეთ ჩემი დისკრედიტაციის მცდელობას და გულშიჩახუტებულ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან განაგრძეთ ჟრიამული
შემდეგი სტატიაგერმანიასა და იტალიაში მაფიის წევრების დაკავების ოპერაცია ჩატარდა