გერმანიასა და იტალიაში მაფიის წევრების დაკავების ოპერაცია ჩატარდა

იტალიასა და გერმანიაში მაფიის წევრები დააკავეს

გერმანიასა და იტალიაში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დასრულდა, რომელიც კალაბრიულ მაფიასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს ეხებოდა. 5 მაისს, დილით ორი ქვეყნის 80-მდე ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კალაბრიულ დაჯგუფებასთან “ნდრანგეტა” არის დაკავშირებული.
ოპერაციაში “პლატინა”, რომელიც სამწლიანი გამოძიების შედეგად ჩატარდა, 800 სამართალდამცველი მონაწილეობდა. გერმანიაში 46 ჩხრეკა ჩატარდა, იტალიაში – 41 – წერს “დოიჩე ველე”.

გერმანიაში 3 დაკავების ორდერი გამოიწერა, თუმცა, მხოლოდ ერთი პირი დააპატიმრეს, იტალიაში – 30 დაკავების ორდერი, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დაკავება მოხერხდა. ამოღებულია დოკუმენტები, ტელეფონები, ნატკოტიკი, ფული, ძვირფასეულობა, რომელიც 6 მილიონ ევროდ შეფასდა.

კალაბრიაში მოქმედი “ნდრანგეტა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაფიოზური დაჯგუფებაა, ის 1897 წელს შეიქმნა. მასში დაახლოებით 10 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

banner
წინა სტატიაშიმალიში ექსტრემისტებმა ფრანგი ჟურნალისტი გაიტაცეს
შემდეგი სტატია„გირჩის” წევრებმა პარლამენტში სატელევიზიო სტუდია მოაწყვეს