მაკრონმა პუტინთან პროპაგანდისტული რუსული მედიის დაბლოკვაზე ისაუბრა

საფრანგეთში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან საკუთარი ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებების მიმართ მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა.
პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ემანუელ მაკრონმა რუსულ ,,რაშა თუდეის,, და ,,სპუტნიკს,, ზეგავლენისა და პროპაგანდის საშუალებები უწოდა და მათი ჟურნალისტების დაბლოკვა საკუთარ საარჩევნო შტაბში, წინასაარჩევნოდ, გამართლებულად მიიჩნია.
ფრანგული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებების დროს უკრაინის კონფლიქტს, სირიის კონფლიქტს, ჩეჩნეთში გეების უფლებებს შეეხო.
მაკრონის განცხადებით, დონბასში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რუსეთის მიმართ სანქციები გაძლიერდება, ამიტომ საჭიროა ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის შეხვედრების დაწყება, რათა კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. ,,რაც შეეხება სირიას, აქ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ და გვინდა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის კოორდინაციას მივაღწიოთ,, განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მ.ე.ჩ.–ს დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება
შემდეგი სტატიამოლდოვამ ხუთი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა