სახალხო დამცველი მ.ე.ჩ.–ს დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2017 18:41

სახალხო დამცველი  მ.ე.ჩ.–ს დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება

2017 წლის 25 მაისს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მ.ე.ჩ. და სამი თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და მისმა წარმომადგენელმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებული.
დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მ.ე.ჩ.–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მ.ე.ჩ.–ს მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2017 18:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics