მოლდოვამ ხუთი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი, რომელთა ვინაობა არ სახელდება, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.რუსეთის ელჩმა მოლდოვაში ფარიტ მუხამეტშინმა განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტები ხუთ თანამშრომელზე საელჩომ უკვე მიიღო და მას სწავლობენ. ,,დოკუმენტების შესწავლამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ,, განუცხადა რუსეთის ელჩმა მედიას.
მოლდოვური მედია აცხადებს, რომ გაძევებულ რუს დიპლომატთა შორის სამხედრო ატაშეს მოადგილე ალექსანდრ გრუდინიც არის. გრუდინი, რომელსაც მარტის თვეში სამშობლოს ღალატისა და შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულმა მოლდოველმა ექსპარლამენტარმა იური ბოლბოჩანმა საიდუმლო მასალები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა პუტინთან პროპაგანდისტული რუსული მედიის დაბლოკვაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიამოსკოვში ქარიშხალის გამო დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა