მაკრონი პირობას დებს, რომ უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

მაკრონმა ზელენსკის უთხრა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის.

როგორც ელისეის სასახლეში აცხადებენ, მაკრონმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი კიევის მხარესაა რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

განცხადების თანახმად, მაკრონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა “მობილიზებული დარჩება უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მძიმე იარაღის ჩათვლით”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო დაზვერვა – უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს და ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე
შემდეგი სტატიაღუდუშაური – ამორალურია, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი