მაკრონი: “ბრექსიტის” გადადება კარგ დასაბუთებას საჭიროებ

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა კარგად უნდა დაასაბუთოს “ბრექსიტის” გადადების მიზეზი – ამის შესახებ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა – “ასოშეითედ პრესი” წერს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმების გადახედვა არ მოხდება, გადატანის შესახებ თხოვნა კი გამართლებული უნდა იყოს “მიზნის ზუსტი პერსპექტივით”. “ჩვენ დრო არ გვინდა, ჩვენ მიზნის პერსპექტივა გვჭირდება” – აღნიშნა მაკრონმა.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. პროცედურა 29 მარტს უნდა დაიწყოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელთან დადებული გაერთიანებიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულების შეცვლას ცდილობს, რომ პარლამენტში შექმნილი ჩიხიდან გამოვიდეს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ დანიშნა სამი და დაითხოვა ორი ელჩი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გახსნა