მაკედონიაში ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩავარდა

მაკედონიაში ევროკავშირსა და ნატოში შესვლისა და ქვეყნისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმი ჩავარდა – 30 სექტემბერს გერმანული “დოიჩე ველე” ავრცელებს. ხმის მისაცემად 1,8 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 34% გამოცხადდა – მაკედონიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების დახურვამდე ნახევარი საათით ადრე გაავრცელა. იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურად აღიარონ, დასწრებადობა 50%-ზე მეტი უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუკი მაკედონიას სახელს გადაარქმევდნენ და დაარქმევდნენ ჩრდილოეთ მაკედონიას, საბერძნეთი ხელს არ შეუშლიდან ამ ბალკანური ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. საბერძნეთის პრეტენზიები დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყნის უმსხვილეს ჩრდილოეთ რეგიონს იგივე სახელი ქვია. რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სახელის გადარქმევა ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ამომრჩევლების უმეტესობა უბნებზე არ გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა რეფერენდუმს “წარმატებული” უწოდა, რადგანაც მათი უმრავლესობა, ვინც არჩევნებზე მოვიდა, მხარს უჭერს ნატოში და ევროკავშირში გაერთიანებას.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრების დროს მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში… როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს – ოქუაშვილი
შემდეგი სტატია“შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით, რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში”-ზაზა ოქუაშვილი