“შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით, რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში”-ზაზა ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებების წარდგენას შეძლებს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ასევე ქვეყნის არაფორმალური მმართველის წინააღმდეგ, რომელიც მას არეკეტებდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, ჩამონათვალს შორის არის აუდიო ჩანაწერები, კონკრეტული თანხის გადარიცხვის ქვითრები და ა.შ.

„მტკიცებულებები არის საკმაოზე მეტი, იმის ჩათვლით, რომ არის გადარიცხვაც, არის თანხაც, არის დარღვევები და მის შემდეგ არის მანქანები, არის პიროვნებები ვისაც მიაქვს… ამაზე მეტი რაღა არის საჭირო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, “შესაძლოა თუ არა სკანდალურ ჩანაწერებს შორის არსებობდეს ბიძინა ივანიშვილზეც კომპრომატები, ანუ ჩანაწერი სადაც ისმის მისი ხმა,” ზაზა ოქუაშვილი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს.

„შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით, რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში,“-განაცხადა ოქუაშვილმა.

სერიოზული საფრთხე ემუქრება ივანიშვილს, თუ საქართველოში არა დარწმუნებული ვარ საფრანგეთი მოთხოვს პასუხისმგებლობას – ამბობს ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი.

„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ჩამოვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ღიად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს იმ ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ლიდერობს.

„უკან ჩამოსვლის სურვილი მაქვს, ჩამოვალ, ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ მივიღო მონაწილეობა თავისუფალ ხმაში და სიტყვაში და ბიზნესში. ვალდებული ვარ ვიყო იმ ხალხში და ჯარში, რომელსაც ეს უნდა და ამოვიღო ის მრუდე ხელები ყველას ჯიბიდან, რომელიც ქვეყანაში პროდუქტს აძვირებენ იმიტომ რომ თვითონ ისარგებლონ. მე თანავუგრძნობ ოცნების იმ წევრებს რომლებიც გულწრფელად არიან. თანავუგრძნობ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც პოლიციის უფროსი ჰყავს ქურდი, რომელიც ბანკს აყაჩაღებს. ამ ალკაპონეებმა პასუხი უნდა აგონ.

“საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოიგოს კანდიდატმა, რომელიც იქნება მათი რეალური ოპოზიცია. ვფიქრობ, რეალური ოპოზიცია, რომელიც არის ის ლიდერობს და ყველა უნდა გაერთიანდეს. მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა,“-ამბობს ოქუაშვილი.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მას წინა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა,  „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა.

“დარჩა ის ხალხი, რომელსაც ხედავთ სხვისგან. ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაირქვა გამონაწილებული, მაგრამ მიეკუთვნებიან ისევ ივანიშვილს,“-ამბობს ოქუაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიმაკედონიაში ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩავარდა
შემდეგი სტატია,,ის რომ საკუთარი ვალი არ გადაიხადოს, ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომელსაც თეორიულადაც არ შეიძლება ამასთან კავშირი ჰქონდეს”