მაკა კოდუა: ბადრის გული წყდება,რომ იარაღი სადარბაზოსთან ჩაუდეს

იმერეთის სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე მაკა კოდუა ამბობს,რომ მის მეუღლეს იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.”მეგობარმა დაურეკა და მის სანახავად ჩავიდა,შარვალიც კი მე მივაწოდე…აბსურდია,რომ ბადრის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და წამალი…2008 წლიდან წინა ხელისუფლებას ვებრძვი და იმედი მაქვს ეს ხელისუფლება ამ საქმეს სამართლიანად გამოიძიებს”,-ამბობს იგი. დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს ისრაღის არსებობას.”ჩემთვის რამდენიმე კითხვის ნიშანი არსებობს,რა საჭირო იყო იმერეთის ჯგუფის გამოძახება და ამ ყველაფრის განხორციელება.ბადრის გული წყდება,რომ იარაღი სადარბაზოსთან ჩაუდეს”,-გვითხრა მან.
გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 260-ე ნაწილით. ე.წ. “მაყურებელი” სამართალდამცველებმა გუშინ საკუთარ სადარბაზოსთან აიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია : ტვ პირველის უკან მდგომი ხალხი კი იყვნენ 19.12.19-ში საავადმყოფოში, მაგრამ, სათავისო შედეგი რომ ვერ მიიღეს, გაიძურწნენ, ასევე მას მერე ერთხელაც არ დაინტერესებულან ჩემი ძმის ბედით
შემდეგი სტატიასასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება