მაკა ბოჭორიშვილი – მნიშვნელოვანია, დოკუმენტში, რომელსაც მიიღებენ ევროპელი კოლეგები, ასახული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში (კოზაკი) ევროკავშირის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ იკრიბებიან, რათა კავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.

ბოჭორიშვილის თქმით, ასევე, მსჯელობა იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტში, რომელსაც მიიღებს კოზაკი ორდღიანი მუშაობის შემდეგ, იყოს ასახული საქართველო, საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობა, ასევე, ზოგადად, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯები. ამ საკითხზე ვიმუშავებთ კოლეგებთან. კოზაკის წევრების მიმართ ჩემი მიმართვაც იქნება სწორედ ამაზე და ყურადღებას გავამახვილებთ, რა რეფორმებს ატარებს საქართველო, რა ნაბიჯები გადადგა, რათა ინტეგრაციის ამ ეტაპზე მოვსულიყავით და რას ველოდებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან. ასევე, ამ ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ რეფორმებთან დაკავშირებით, იმ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ზოგადად სამართლის უზენაესობას, დემოკრატიის განმტკიცებას. კარგი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს, რა ეტაპზე ვართ საქართველოში, რა გაკეთდა საქართველოში და რატომ უნდა იყოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უფრო წინ წაწეული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით
შემდეგი სტატიაყველაფერი, რაც APTOS ძაფების შესახებ უნდა იცოდეთ