ყველაფერი, რაც APTOS ძაფების შესახებ უნდა იცოდეთ

ესთეტიკური მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და სწრაფად მზარდი დარგია. ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება გაახაგაზრდავების პროცედურაა, რომელიც უკვე ათწლეულებია ვითარდება. 

გაახალგაზრდავების პროცედურები განსხვავებულია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ მათგანზე, APTOS ძაფებით ლიფტინგზე მოგიყვებით.

რა არის APTOS ძაფები?

APTOS ძაფები არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი ძაფები, რომლის გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია, APTOS არის. ხსენებული ძაფების ისტორია 90-იან წლებში იწყება, როცა მარლენ სულამანიძემ მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი გამოიგონა და საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. 

APTOS ძაფებით ლიფტინგი მინიმალურად ინვაზიური და უსაფრთხო პროცესია და გულისხმობს კუნთების დაჭიმვას თხელი ძაფებით. პროცედურა ხელს უწყობს სახესა და სხეულზე ნებისმიერი ესთეტიკური დეფექტის გამოსწორებას, ნაოჭების გაქრობასა და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას ქირურგიული ჩარევის გარეშე. პროცედურის შედეგი დაახლოებით 2 წელს გრძელდება. როგორც წესი, ხანგრძლივობა გამოყენებულ ძაფებსა და პაციენტის კანის ტიპზეა დამოკიდებული. 

როგორ მიმდინარეობს ლიფტინგი APTOS ძაფებით?

პროცედურისას ექიმს კანში შეჰყავს სპეციალური ბიოთავსებადი ძაფები, რომლებსაც შემდეგ ფრთხილად აქაჩავს ზევით და შეცვლის ქვემდებარე ქსოვილების პოზიციას. ეს კანს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს. APTOS ძაფები ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას და დროთა განმავლობაში ზრდის კანის ელასტიურობას.  

ლიფტინგის პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და ხანგრძლივობა 30 წუთიდან 1 საათამდე მერყეობს. პროცედურის შემდეგ პაციენტებმა შეიძლება უმნიშვნელო შეშუპება იგრძნონ, რაც, როგორც წესი, მალევე ქრება. პროცედურის შემდგომი რეგულარული ვიზიტები ექიმთან აუცილებელია მონიტორინგისა და გრძელვადიანი შედეგის მისაღებად.

APTOS ძაფებით ლიფტინგის უპირატესობები

APTOS ძაფის ლიფტინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მინიმალური ინვაზიით ტარდება. ქირურგიული ჩარევის არარსებობა ნიშნავს, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტს არ ექნება ჭრილობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ APTOS ძაფებით ლიფტინგი თითქმის სრულიად უმტკივნეულოა. 

პროცედურასთან მინიმალური გართულებებია დაკავშირებული. თუმცა, როგორც ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის დროს, ინფექციის, სისხლდენის ან სხვა გართულებების დაბალი რისკი ამ შემთხვევაშიც არსებობს. რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ პროცედურას გამოცდილი კოსმეტოლოგი გაუძღვება.   

 ბოლოს, APTOS ლიფტინგის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შედეგი ბუნებრივად დგება. აწევის ეფექტი თანდათანობით მიმდინარეობს რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ საბოლოო შედეგი დადგება.   

შეჯამება

APTOS ძაფებით ლიფტინგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად მიიჩნევა. ესთეტიკური მედიცინის ეს მიმართულება საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებში ძაფებით ლიფტინგის მეთოდი კიდევ უფრო დაიხვეწება. 

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი – მნიშვნელოვანია, დოკუმენტში, რომელსაც მიიღებენ ევროპელი კოლეგები, ასახული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობა
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია