მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს აზიანებს

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუ.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის. საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მუშაობას ვაკლებთ, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პარტნიორებთან მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო – სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიაწალენჯიხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარს მიიღებს