მაიკლ კოენმა პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის აუდიენციის მოსაწყობად სულ მცირე $400,000 მიიღო

დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის აუდიენციის მოსაწყობად სულ მცირე $400,000 მიიღო. ინფორმაციას BBC კიევურ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადახდა უკრაინის პრეზიდენტის შუამავლების საშუალებით განხორციელდა. როგორც ანონიმური წყარო ამბობს, მაიკლ კოენი აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო დარეგისტრირებული როგორც უკრაინის წარმომადგენელი. კოენი ბრალდებებს უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებს შორის აუდიენცია 2017 წლის ივნისში თეთრ სახლში შედგა. პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნებიდან მალევე კი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის წინაარმდეგ უკრაინაში გამოძიება შეწყდა.

ცნობილია, რომ პოლ მანაფორტი, ევროპელ პოლიტიკოსებს უკრაინის ლობირებისთვის თანხას უხდიდა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალ საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი. საბრალდებო ოქმის თანახმად, 2012-2013 წლებში პოლ მანაფორტმა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მხარდასაჭერად ყოფილ ევროპელ მაღალჩინოსნებს ორნახევარ მილიონზე მეტი გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიგერმანაიში დიზელის მანქანების აკრძალვა დაიწყეს
შემდეგი სტატიადალია გრიბაუსკაიტე – საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ