დალია გრიბაუსკაიტე – საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ

თუ იქნება შეთანხმება და აუცილებლობა, მაშინ ნატო-ში წევრობისკენ გადასადგმელი ნაბიჯებს შეიძლება გადავახტეთ ანუ პროცესი დაჩქარდეს,- ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ არაა ასე მნიშვნელოვანი რას დავარქმევთ თითოეულ ნაბიჯს. მთავარია, ჩვენს შორის ნდობა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, რაც ნატო-ს წესდებაში წერია. პრაქტიკულად იგივე მოთხოვნები, რაც საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ამას დამატებული სამხედრო თანამშრომლობა.

მოთხოვნები და ღირებულებები მსგავსია. საქართველო ნატო-სთან უკვე ახლოა. თქვენი ქვეყანა მონაწილებს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, ჩვენი სამხედროები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მჭიდროა სამხედრო თანამშრომლობა. ეს არის საუკეთესო საფუძველი მომავალში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც ევროკავშირში, ნატო-ში ტექნიკური მომზადება და პოლიტიკური გადაწყვეტილება განსხვავდება ერთმანეთისგან. საჭიროა, რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გადაკვეთა მოხდეს და აუცილებელია კონსენსუსი, რაც ჯერ არ არის.

ამასთან, გრიბაუსკაიტეს თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს და საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ.

„პრობლემაა ის, რომ ნატო ახლა ძალიან დაკავებულია. დაკავებულია და დატვირთული უსაფრთხოების საერთაშორისო ელემენტებით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებით. ძალიან ბევრი პრიორიტეტული საკითხია, რაც დღის წესრიგს შეადგენს. მნიშვნელოვანია ნატო-ს რეფორმა.ნატო უნდა იყოს უფრო ეფექტიანი, სწრაფი და უფრო თავდაცვითი, ვიდრე აქამდე. რუსეთის აგრესიული ნაბიჯების და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე აუცილებელია ნატო მოვამზადოთ იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანი იყოს .ამიტომაა, რომ გაფართოება ამ პრიორიტების უკანაა. მიზეზია გეოპოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური ნება.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. ვამბობთ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს და საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ“,- განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ავტორი – ქეთევან ქარდავა

banner
წინა სტატიაშიმაიკლ კოენმა პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის აუდიენციის მოსაწყობად სულ მცირე $400,000 მიიღო
შემდეგი სტატიაბელორუსში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინელი ჟურნალისტი გაასამართლეს