მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოინახულეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი ცხინვალის კოლონიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დღეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ოთინაშვილი მოინახულეს და „ქართველი პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან გამოთქმული ბრალდებების უსაფუძვლობაში დარწმუნდნენ“.

„როგორც ჟურნალისტებს მაია ოთინაშვილმა განუცხადა, დაკავების შემდეგ მას თარჯიმანი და ადვოკატი გამოუყეს. მისივე თქმით, მას კარგად ექცევიან, ჯანმრთელობას არ უჩივის, თუმცა სახლში დაბრუნება სურს“, – წერს სააგენტო “რესი“.

banner
წინა სტატიაში„ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტა რეალურად ჩამოშლილი და გარყვნილია”
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა