გიტანას ნაუსედა – მე მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს

საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

„მე მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა თავის ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

banner
წინა სტატიაშიროდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება – ამირეჯიბი “ოცნებას”
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა